კომუნიკაციების რთული და განვითარებული სისტემა – ეს არის თანამედროვე ქალაქის განუყოფელი ნაწილი. სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მილსადენების ასეული კილომეტრი, სატელეფონო და სატელევიზიო კაბელები წარმოქმნიან ფართო ინფრასტრუქტურას, რომელიც სწრაფად იზრდება. შემჭიდროვებული ქალაქის პირობებში მწყობრიდან გამოსული საკომუნიკაციო ქსელების შეცვლა და ახალი უბნების გაყვანა ტრადიციული (ღია) ხერხით უფრო და უფრო რთულდება, ზოგჯერ კი უბრალოდ შეუძლებელია. ამასობაში, საკომუნიკაციო ქსელების მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს და წყალგამტარ მილსადენებზე მომხდარი ავარიები იწვევს ქალაქის ტერიტორიების დატბორვას, შენობების და ნაგებობების დაწევას, დაძველებული სამრეწველო მილსადენები წარმოადგენენ გლობალური კატასტროფის საფრთხეს. გრუნტიანი წყლები და მიწა გაწმენდას არ ექვემდებარება.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიები და მოწყობილობები:

  • თუჯის, კერამიკული, აზბესტის, ბეტონის და რკინაბეტონის (საკანალიზაციო) მილსადენების პოლიეთილენის მილსადენებით (დიამეტრი 630 მმ-მდე) გადათხრის გარეშე შეცვლის კომპლექტები;
  • ფოლადის და თუჯის (საკანალიზაციო) მილსადენების პოლიეთილენის მილსადენებით (დიამეტრი 530 მმ-მდე) გადათხრის გარეშე შეცვლის კომპლექტები;
  • წყლის გამტარი პოლიეთილენის მილსადენების (დიამტერი 400 მმ-მდე) გადათხრის გარეშე გაყვანის კომპლექტები;
  • ფოლადის მილსადენების (დიამეტრი 1400მმ-მდე) გაყვანის (ჩაჭედვის) კომპლექტები;
  • ხიმინჯების-ბრჯენების ჩაშვების კომპლექტები ფოლადის მილებიდან (დიამეტრი 600 მმ-მდე);
  • კომპლექტები ჩასაჭედი ხიმინჯების ფორმირებისათვის (დიამეტრი 300 მმ-მდე).

კომუნიკაციების შეცვლა გადათხრის გარეშე

ძველი მილების ახლით შეცვლა გადათხრის გარეშე ხორციელდება არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეკონსტრუქციის ან კაპიტალური რემონტისას ქალაქის განაშენიანების პირობებში და საწარმოების ტერიტორიაზე. შემუშავებული ტექნოლოგია იძლევა ფოლადის, თუჯის და არალითონის მილსადენების, დიამეტრით 100 მმ-დან 350 მმ-მდე, პლასტმასის მილებით, დიამეტრით 160 მმ-დან 400 მმ-მდე, გადათხრის გარეშე შეცვლის საშუალებას. ტექნოლოგიების არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესასვლელ ჭაში განთავსებულ დამრტყმელ მექანიზმზე მონტაჟდება სპეციალური საქშენი-გამაფართოვებელი მოწყობილობა. მანქანას უერთდება ჰაერის გამტარი შლანგი და ჯალამბარის ტროსი, რომელიც გაივლის მილსადენის შესაცვლელ უბანს. შესაცვლელ მილსადენში მოწყობილობის მოძრაობისას, გამაფართოებელი ამსხვრევს მას, ნატეხებს ტკეპნის გრუნტში და წარმოქმნილ ხვრელში შეყავს ახალი მილსადენი, რომელსაც ზრდიან სექციებით შესასვლელ ჭაში.

გამოსაყენებელი მოწყობილობა:

  • საჭირო დიამეტრის პნევმატური დამრტყმელი მანქანა;
  • გამაფართოვებელი;
  • ანკერის მოწყობილობა;
  • პნევმატური ჯალამბარი წევის ძალით 3ტ ან 5 ტ;
  • პლასტმასის მილების შემაერთებელი მოწყობილობა;
  • ჰაერის გამტარი შლანგების კომპლექტი;
  • ინსტრუმენტების და სათადარიგო ნაწილების ნაკრები.


წყალმომარაგების ქსელების შეცვლა გადათხრის გარეშე

წყალსადენი ქსელების გაყვანისას პოლიეთილენის მილების სექციების შედუღება ხდება ზედაპირზე დასარტყმელად. ადრე წარმოქმნილი დახრილი სამონტაჟე ხვრელით სექციები ხვდება ორმოში და შემდეგ გაფართოებულ ჭაბურღილში. სამონტაჟე ხვრელში გასავლელად საჭიროა სპეციალური სასტარტო დანადგარი.

ტექნოლოგია და მოწყობილობის კომპლექტი განკუთვნილია საკანალიზაციო და წყალსადენი ქსელების ახალი უბნების გადათხრის გარეშე გაყვანისთვის. თავდაპირველად ჭების ადგილებში განთავსებულ ორმოებს შორის გაივლიან წამყვან ჭაბურღილში. ჭაბურღილში შეყავთ ტროსი, რომლის ერთი მხარეც მიერთებულია ჯალამბართან (დაყენებული გასასვლელ ჭაზე), ხოლო მეორე მხარე –  პნევმოუროსთან. პნევმოუროს წინა ნაწილზე განთავსებულია გამაფართოებელი მასთან ახალი პლასტმასის მილსადენის მისამაგრებელი მოწყობილობით. შეკუმშული ჰაერის ჯერ ჯალამბარისთვის, შემდეგ კი პნევმოუროსთვის მიწოდებისას, მუშა ორგანო იწყებს დაწოლის ძალის გადაცემას გრუნტის მასივზე და მის ტკეპნას, რითაც აფართოებს წამყვან ხვრელს. საკანალიზაციო მილების გაყვანისას ახლად წარმოქმნილ ხვრელში შეყავთ პლასტმასის მილსადენი. მილსადენის ცალკეული სექციები ხრახნიანი შეერთებით გრძელდება შესასვლელ ორმოში.

 

გამოსაყენებელი მოწყობილობა:

  • საჭირო დიამეტრის პნევმატური დამრტყმელი მანქანა;
  • გამაფართოვებელი;
  • ანკერის მოწყობილობა;
  • პნევმატური ჯალამბარი წევის ძალით 3ტ. ან 5 ტ.;
  • პლასტმასის მილების შემაერთებელი მოწყობილობა;
  • ჰაერის გამტარი შლანგების კომპლექტი;
  • ინსტრუმენტების და სათადარიგო ნაწილების ნაკრები.