გამოფენების და კონფერენციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზატორი, ნოვოსიბირსკის კომპანია “ექსპო გეო”-სთან თანამშრომლობით, საქართველოს დამსაქმელებთა ასოციაციისა და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის მხარდაჭერით ქ. თბილისში, 2019 წლის 13-16 აპრილს, ჩატარდა მე-5 ბიზნეს ფორუმი-გამოფენა.
ძირითადი მიმართულებები
- სამშენებლო ტექნოლოგიები, დანადგარები
- წყლის გაწმენდა -ფილტრაცია, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები
- შენობების რესტავრირება, საფასადე ტექნოლოგიები, საინტერიერო გადაწყვეტილებები.
საქმიანი მისიის პროგრამაში გაიმართა:
- კონფერენცია «Doing business in Georgia»
- პრეზენტაცია და B2B შეხვედრები.
- ქ. თბილისის სამშნებლო მოედნების და ობიექტების მონახულება.
- ვიზიტი სამშენებლო მასალების მწარმოებლებთან
- საერთაშორისო სამშნებლო გამოფენაზე CaucasusBuild-2019 დასწრება, საექსკურსიო პროგრამა.