აღწერა
ლითონის ყალიბი არის კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში, ბეტონის ელემენტებისა და სტრუქტურების ფორმირებისთვის. იგი შედგება ლითონის პანელებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ სიმტკიცესა და გამძლეობას დეფორმაციის მიმართ, რაც ბეტონის ყალიბის განმეორებითი გამოყენების საშუალებას იძლევა.ასევე მათი მონტაჟი-დემონტაჟი ადვილად ხდება ბეტონის ჩამოსხმის შემდეგ,რაც ხელს უწყობს მშენებლობის დროისა და ხარჯების შემცირებას.
ყალიბები უძლებენს მძიმე დატვირთვას, რაც ამარტივებს რთული და ფართომასშტაბიანი ობიექტების აგებას.ლითონის პანელები უზრუნველყოფენ გლუვ ზედაპირსა და მაღალი სიზუსტის ფორმებს,ბეტონის ზედაპირის საუკეთესო ხარისხს და ამასთან ერთად აჩქარებს სამშენებლო პროცესს.
ლითონის ყალიბის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროექტებისთვის როგორიცაა: საცხოვრებელი და კომერციული შენობები, სამრეწველო შენობები,ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები,მიწისქვეშა და მიწის ზედა ნაგებობები
აღნიშნულ პროდუქტებზე მოქმედებს ონლაინ განვადება.