2025 წლის 3 მარტს, ჩვენი კომპანიის ორგანიზებით, წარმატებით გაიმართა ქართულსომხური ბიზნეს ფორუმი, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო ბიზნეს კლუბ “მანთაშიანც”-თან თანამშრომლობით.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნესკავშირების გაღრმავება, ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივების განხილვა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა:
✅ დარგების პრეზენტაციები
✅ ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა
✅ ქართული და სომხური კომპანიების B2B შეხვედრები
✅ გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობების დამყარება

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წამყვანი ბიზნესმენები, ბიზნეს გაიერთიანებები და ინვესტორები როგორც საქართველოდან, ისე სომხეთიდან.

ეს ფორუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო პარტნიორობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა გახდება მომავალ წარმატებულ პროექტთა საწყისი.

გაიგეთ მეტი და შეუერთდით ჩვენს მომავალ ღონისძიებებს!