განვადების პირობები:
- სესხის ვადა: მაქსიმუმ 12 თვე
- საპროცენტო განაკვეთი: 0%
- განვადების გაცემის საკომისიო:
o კლიენტის მიერ წინასწარ გადახდის შემთხვევაში – სესხის თანხის 4,9%
o ბანკის სესხით დაფინანსების შემთხვევაში – სესხის თანხის 5,9%
- თანამონაწილეობა: სავალდებულო წესით არ მოითხოვება
4.9%–იანი განვადება
- განვადების გაცემის საკომისიო შეადგენს სესხის თანხის 4,9%-ს (ანუ მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ საქონლის ღირებულებას + სესხის გაცემის საკომისიოს (ერთჯერადი ხარჯი), სხვა არანაირი დამატებითი საპროცენტო ხარჯი მას არ ექნება და სესხი გაუძვირდება მხოლოდ 4.9%–ით!)
5.9%–იანი განვადება
- ამ შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს ვთავაზობთ გაცემის საკომისიოს დაფინანსებას ბანკის მხრიდან და მის გადანაწილებას განვადების ვადაზე. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია ყოველგვარი წინასწარი შემოსატანის გარეშე.