რკინაბეტონის ბოძების ყალიბები
ვამზადებთ ლითონის ყალიბებს განათების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა საინჟინრო დანიშნულების რკინაბეტონის ბოძების წარმოებისთვის. ყალიბები მზადდება სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის, მათ შორის 9 და 11 მეტრი სიმაღლის ბოძებისთვის, ასევე დამკვეთის ტექნიკური დავალების შესაბამისად.
მტკიცე ფოლადის კონსტრუქცია უზრუნველყოფს ზუსტ გეომეტრიას, მოხერხებულ ექსპლუატაციასა და მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობას.



