2016 წლის 7 დან 16 ნოემბრამდე ნოვოსიბირსკის შვიდი კომპანიის წარმომადგენელი: სს “როსა”, შპს “ნოტენ”, მცირესართულიანი და ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის ასოციაცია, კომპანიების ჯგუფი “ელსი”, შპს “ხკა”, შპს “კომბესტ”, ფედერალურ მარკეტინგული სააგენტო და გამომცემლობის სახლი მედია ჰოლდინგი და ერთი კომპანია მოსკოვიდან: შპს “რუსსკი ვეტერ”, მიიღეს მონაწილეობა ბიზნეს ფორუმში საქართველოში. ბიზნეს ფორუმის თანაორგანიზატორი იყო რეგიონში ერთ ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანია ნოვოსიბირსკიდან “ექსპო გეო”.

ძირითადი მიმართულებები: ენერგეტიკა, ენერგოდაზოგვა, წყლის გაწმენდა, წყალგაყვანილობა, საკაბელო პროდუქცია. მისიის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაციები, საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები პოტენციურ კლიენტებთან.

საქმიანი პროგრამის მისიაში იყო შეხვედრები სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებთან:

  • საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
  • სავაჭრო პალატა;
  • ენერგო პრო ჯორჯია
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
  • საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია;
  • B2B შეხვედრები საქართველოს საწარმოების ხელმძღვანელებთან.
  • პრეზენტაციები და მრგვალი მაგიდა თემაზე- საქართველოს ბაზარზე ტექნოლოგიების და პროდუქციის განვითარების ხელშეწყობა;
  • მონაწილეობა / ვიზიტი Elcomm Caucasus 2016 – ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, საიმფორმაციო ტექნოლოგიის და კომუნიკაციების საერთაშორისო გამოფენა.

 

ნოვოსიბირსკის წარმომადგენლებისთვის ეს იყო პირველი საქმიანი მისია საქართველოში. ამ შეხვედრის შედეგათ რუსულმა კომპანია “კომბესტ“-მა საქართველოში დააარსა შვილობილი კომპანია და დაიწყო საქმიანობა.