კომპანია

შ.პ.ს. უნივერს ბიზნეს გრუპ–ი მრავალი მიმართულებით მოღვაწე საზოგადოებაა. იგი თავისი დაარსების პირველი დღიდან არის ორიენტირებული თვითგანვითარებაზე და ზრდაზე. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ ფუნქციონირების პირველივე დღიდან დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა მრავალ ორგანიზაციასთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

იგი დაარსების დღიდან ზრუნავს ხარისხზე და რაც მთავარია, უახლესი ტექნოლოგიებით და განთქმული ბრენდების პროდუქციით ამარაგებს საქართველოს სამშენებლო და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ჩაბმულ უმსხვილეს კომპანიებს. (საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, კახა ბაინდურაშვილმა გამოთქვა ფრაზა: ,,თუ გნებავთ ტექნოლოგიური სიახლეები და ნოუ ჰაუ, უნდა მიმართოთ უნივერს ბიზნეს გრუპ–ს, მერწმუნეთ ისინი ნამდვილად გაგაკვირვებენ’’!!!)
ზუსტად ამას მიანიშნებს ის ფაქტი რომ თითქმის ყველა დიდ პროექტებში ჩაბმული კომპანიები, სარგებლობენ უნივერს ბიზნეს გრუპ-ის მიწოდებული ტექნიკით, ხელსაწყოებით, სამშენებლო აქსესუარებითა და მინი–რობოტებით.

კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ტემპით მიიწევს წინ მსოფლიოში ტექნოლოგიური პროგრესი. ამიტომ ამ პროგრესით ნაკარნახევ რიტმს რომ არ ჩამორჩეს, უნივერს ბიზნეს გრუპ-ი არ ზოგავს ძალისხმევას და ფინანსურ ხარჯებს. აღწევს იმას, რომ მასში მომუშავე ტექნიკური პერსონალი პასუხობდეს თავისი პროფესიონალიზმით საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება პერიოდულად გამართული სემინარები და ტრენინგები, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი და რეგიონალური გამოფენები. რაც მთავარია როდესაც მისი პარტნიორი კომპანიების ქარხანა–ფაბრიკებში ხორციელდება სიახლეების დანერგვა, კომპანიის სპეციალისტები გადიან პრაქტიკულ ტრენინგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

შ.პ.ს. უნივერს ბიზნეს გრუპ–ი მოკლე ვადაში გახდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის და EUGBC-ს წევრი. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში და ბიზნეს ფორუმებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და რაც მთავარია ამაზე შეჩერებას არ აპირებს. უმოკლეს პერიოდში ამატებს რამოდენიმე მიმართულებებს დარგების მიხედვით და სერვისებს ტექნიკურ სფეროში.

ითანამშრომლეთ ჩვენთან და გარწმუნემთ რომ, იქნებით წარმატებულნი, რაც მთავარია სასიამოვნოდ გაკვირვებულნი თქვენი ფინანსური დანაზოგით!!!

სერტიფიკატები

გალერეა

ჩვენი გუნდი

coming soon